Belive

ზურიკო დავითაშვილი: "კვარა ჩემი ბავშვობის მეგობარია და მისი თამაში დიდ მოტივაციას მაძლევს"

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

საფრანგეთის თასის 1/32-ფინალური ეტაპის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" ლიგა 1-ის წარმომადგენელ "რენს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ქართველი ფეხბურთელის გუნდმა პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც მთავარ მწვრთნელთან ერთად, სწორედ ზურიკო დავითაშვილი მონაწილეობდა.

ფრანგული მედიის წარმომადგენლებმა, დავითაშვილს სხვადასხვა თემაზე ესაუბრეს, მათ შორის ახალ გუნდთან ადაპტაციის პროცესზე. 

"თანაგუნდელებთან ინგლისურად ვსაუბრობ, მაგრამ ფრანგულ ენასაც ვსწავლობ და ვცდილობ, რომ აქაურ ცხოვრებასთან ადაპტაცია მოვახერხო. კლუბთან ადაპტაცია კარგად მოვახერხე. თანაგუნდელები ამაში დამეხმარნენ. ვფიქრობ, შევძლებ, რომ ავამაღლო ის დონე, რომელიც ლიგა 1-მდე მიგვიყვანს".

"ბორდოში" გადასვლამდე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან სატელეფონო საუბარი მქონდა, სადაც "ბორდოს" შესახებ მესაუბრა და ძალიან დამეხმარა. ფსიქოლოგიურად ბევრი საჭირო რჩევა მომცა, რომელიც ახალ გუნდში დასამკვიდრებლად გამომადგებოდა", - თქვა დავითაშვილმა.

ვილი სანიოლი: „ჩემი ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან, მე მათ ვენდობი"

ფრანგმა ჟურნალისტებმა ზურიკოს მოახლოებული მატჩისა და მისი სათამაშო ფორმის შესახებაც ჰკითხეს.

“შემდეგი მატჩი “რენის” წინააღმდეგ გველის და მე მათ მატჩებს ვუყურე. ეს გუნდი ლიგა 1-ში თამაშს ნამდვილად იმსახურებს, რადგანაც მათ აქვთ ტექნიკური და სწრაფი თვისებები. ვფიქრობ, ჩვენს გუნდს მათთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.“შემდეგი მატჩი “რენის” წინააღმდეგ გველის და მე მათ მატჩებს ვუყურე. ეს გუნდი ლიგა 1-ში თამაშს ნამდვილად იმსახურებს, რადგანაც მათ აქვთ ტექნიკური და სწრაფი თვისებები. ვფიქრობ, ჩვენს გუნდს მათთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.

ვფიქრობ, წინა თამაში არ ასახავდა ჩემს ნამდვილ დონეს. ვფიქრობ, ფეხბურთელი თამაშიდან თამაშში უნდა გაუმჯობესდეს. როგორც მწვრთნელმა მითხრა, უფრო აგრესიული უნდა ვიყო გოლის გასატანად. კარგ რჩევას მაძლევს და უნდა გამოვიყენო.ვფიქრობ, წინა თამაში არ ასახავდა ჩემს ნამდვილ დონეს. ვფიქრობ, ფეხბურთელი თამაშიდან თამაშში უნდა გაუმჯობესდეს. როგორც მწვრთნელმა მითხრა, უფრო აგრესიული უნდა ვიყო გოლის გასატანად. კარგ რჩევას მაძლევს და უნდა გამოვიყენო.

ლიგა 2-ის დონის შესახებ არ ვიცოდი. საქართველოში თამაში უფრო სწრაფია, რაც შეეხება რუსეთის ჩემპიონატს, ამ მხრივ განსხვავებას ვერ ვხედავ”, – ასეთი იყო დავითაშვილის პასუხი.ლიგა 2-ის დონის შესახებ არ ვიცოდი. საქართველოში თამაში უფრო სწრაფია, რაც შეეხება რუსეთის ჩემპიონატს, ამ მხრივ განსხვავებას ვერ ვხედავ”, – ასეთი იყო დავითაშვილის პასუხი.

ზურიკო დავითაშვილისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი შეკითხვა თავის ბავშვობის მეგობარს, ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა.ზურიკო დავითაშვილისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი შეკითხვა თავის ბავშვობის მეგობარს, ხვიჩა კვარაცხელიას ეხებოდა.

"ჩვენ ბავშვობიდან ვმეგობრობთ. "ნაპოლიში" მისი წარმატება დიდ მოტივაციას მაძლევს, რადგან უმაღლეს დონეზე თამაში ჩემი მიზანია. ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო, რომ ამ მიზანს მივაღწიო", - თქვა დავითაშვილმა.

VIDEO: როგორ ერთობიან ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი თვითმფრინავში

"ბორდოსა" და "რენის" შეხვედრა ბორდოში, 7 იანვარს გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ლიგა 2-ს, აქ 17 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ "ბორდოს" 31 ქულა აქვს და მეორე პოზიციას იკავებს, შემდეგი, მე-18 ტურის მატჩი კი დავითაშვილის გუნდმა 10 იანვარს, "კაენის" წინააღმდეგ, სტუმრად უნდა გამართოს. ლიგა 1-ში მიმდინარე სეზონში ორი გუნდი აღზევდება.

ზურიკო დავითაშვილს "ბორდოს" შემადგენლობაში 10 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გატანილი გოლი და 1 საგოლე პასი აქვს.

სხვა სტატიები