Belive

"კვარაცხელიას აქვს ისეთი უნარები, რაც ცოტაში მინახავს" - ჯანლუიჯი ბუფონი

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჯანლუიჯი ბუფონი ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერილი წიგნის პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც ემანუელ ჯულიანელმა დაწერა „კვარადონა ქართული სასწაული“. იტალიელმა ლეგენდამ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

კვარაცხელიამ მაშინვე დამაინტერესა, როდესაც იტალიაში გადმოვიდა სათამაშოდ. ფიზიკურად ლენტინს მაგონებს, ამ ტიპის მოთამაშეა. ალბათ ლენტინი უფრო გრძელ მონაკვეთზე სწორხაზოვანი ფეხბურთელი იყო, ქართველი კი დრიბლინგშია უკეთესი, მას აქვს უნარები რაც ცოტა ფეხბურთელში მინახავს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კვარას შანსებზე "ოქროს ბურთზე", სიმართლე უნდა ითქვას, რომ მას სჭირდება შესაბამისი და სასურველი ვითარება. ის ნიჭიერია და როდესაც კარიერას დაასრულებენ რონალდუ, მესი და ნეიმარი, ის შეძლებს, რომ კონკურენცია გაუწიოს მბაპეს და ჰოლანდს.

სხვა სტატიები