Belive

ზურიკო დავითაშვილი კარიერას ბორდოში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ზურიკო დავითაშვილი ,,ბორდოში'' ითამაშებს. ინფორმაციას ფრანგული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

,,გამარჯობა'' - ,,ბორდომ'' სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი ასე დააანონსა:

გუნდის ვებგვერდის ცნობით, ,,ბორდომ'' დავითაშვილი სეზონის ბოლომდე იჯარით, სავალდებულო შესყიდვის ოფციით გაიფორმა.

ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ,,დინამო ბათუმის” მაისურით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემა იყო.

,,ბორდო” წელს საფრანგეთის ლიგა 2-ში ასპარეზობს, სადაც 6 ტურის შემდეგ, 11 ქულით მე-2 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები