გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მეცისა'' და ,,ბორდოს'' ქართველი შემტევები - გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის 36-ე ტურის სიმბოლურ თერთმეტეულში მოხვდნენ.
ზურიკომ ,,ლავალთან'' მოგებულ მატჩში (3:0) ეფექტური გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა. ჟორჟმა კი ,,გენგამთან'' ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (1:1) ანგარიში გახსნა.
ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე 35 მატჩში 23 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. ზურიკომ კი 28 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა.
36 ტურის შემდეგ, ,,ბორდო'' 69 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, ,,მეცი'' კი 66 ქულით მე-3 ადგილს იკავებს.