Belive

ზურიკო დავითაშვილი: "გვინდა, რომ ისტორია გულშემატკივართან ერთად სავსე ტრიბუნების წინაშე დავწეროთ"

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრის წინ, რომელშიც საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდება, გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურიკო დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა.

"როგორც ეროვნულ ისე ახალგაზრდულ ნაკრებში ასე მოკლე დროში და ასეთი დატვირთული გრაფიკით თამაში რთულია, მაგრამ ჩვენ პროფესიონალები ვართ და 100%-ით მზად ვართ.

იმედი მაქვს ბელგიისა და ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგაც ისეთი შედეგების დაფიქსირებას მოვახერხებთ, როგორც პორეტუგალიასთან შევძელით.

ის, რომ ევროპის ჩემპიონატზე ვთამაშობთ, უკვე დიდი ისტორიაა და გვსურს, რომ ეს ისტორია კიდევ უფრო მეტად გავაგრძელოთ.

წინა მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ გვსურს სრულად სავსე "დინამო არენაზე" თამაში და გულშემატკივართან ერთად ისტორიის დაწერა.

ჩემს პირად საკლუბო კარიერაზე კი იმის თქმა შემიძლია, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა უდიდესი ალბათობით ისევ "ბორდოში" დავრჩები", - თქვა 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა.

საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრა A ჯგუფის ეგიდით 24 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები