2 საგოლე გადაცემა - რა შეფასება დაიმსახურა ზურიკო დავითაშვილმა?
საფრანგეთის ლიგა 2-ის 26-ე ტურში სენტ-ეტიენი რედ სტარს დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძლების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
ზურიკო დავითაშვილმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და თანაგუნდელები 2 საგოლე გადაცემით მოამარაგა. დავითაშვილმა ჯერ პედროს, შემდეგ კი სტასინს გაატანინა.
ზურიკო დავითაშვილი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მისი თამაში სტატისტიკის მწარმოებელმა პლატფორმებმა შემდეგნაირად შეაფასეს.
Flashscore: 8.0
Sofascore: 7.5
✌️ Bah en fait, dans un tel stade, comment ne pas aller chercher ce cinquième succès de rang ? 💚
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) March 7, 2026
La lutte continue pour les Verts, rendez-vous à Grenoble ! 👊 pic.twitter.com/QWnLAs4NDg
სენტ-ეტიენი 49 ქულით მე-2 პოზიციაზეა და გათამაშების ლიდერს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს - ქართველი შემტევი 11 გოლით და 3 საგოლე გადაცემით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა.
სენტ-ეტიენი მომდევნო მატჩს 14 მარტს, გრენობლის წინააღმდეგ გამართავს.