Belive

ზურიკო დავითაშვილი: 'ახლა ჩემს ტრანსფერზე საუბარი არ მსურს'

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის მესამე ტურში, ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენმა სტუმრად ბულონი დაამარცხა (0:1). მატჩის ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა შემტევმა, 74-ე წუთზე გაიტანა და საკუთარ გუნდს მოაგებინა. შეხვედრის შემდეგ, დავითაშვილმა ლიგა 1-სა და ლიგა 2-ის განსხვავებაზე ისაუბრა.

დიახ, ეს რთული მატჩი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ. ყველა გუნდი, რომლის წინააღმდეგაც ვთამაშობთ, ღრმად თამაშობს დაცვაში და ამას ხშირად ვაწყდებით.

გასულ სეზონში, ლიგა 1-ში, გუნდები ერთი სტილით არ თამაშობდნენ. იქ ცდილობენ, რომ მეტოქეს გაცილებით მაღლა შეხვდნენ, აქ კი დაცვის ხაზი ძალიან უკანაა დაწეული და ეს წინა შეხვედრებშიც გამოვცადეთ. მეტი ინიციატივა უნდა ავიღოთ. ლიგა 1 და ლიგა 2 ერთნაირი არ არის.

გოლი მთლიანად ჩემი დამსახურება არ ყოფილა, მშვენიერი კომბინაცია გავითამაშეთ, უბრალოდ ბოლოს კარგი შეხებითა და დარტყმით დავასრულე. ამზე ვარჯიშებზე ვმუშაობთ.

ჩემი ტრანსფერი? ამაზე ახლა საუბარი არ მსურს. ჯერ სენტ-ეტიენის ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს ვაკეთებ გუნდის დასახმარებლად. 3 მატჩში 2 გოლიც ამის პასუხია. - განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა

სენტ-ეტიენს 3 ტურში 7 ქულა აქვს და პირველ ადგილს იკავებს. მწვანეები მომავალ შეხვედრას საკუთარ კედლებში, გრენობლის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სხვა სტატიები