ზურიკო დავითაშვილის შეფასება მარსელის წინააღმდეგ
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურის შეხვედრაში "მარსელმა" "სენტ-ეტიენი" 5:1 დაამარცხა.
ზურიკო დავითაშვილმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 6.9 შეფასებად დაუწერა, მას ერთხელ ჰქონდა დრიბლინგის მცდელობა და წარმატებით შეასრულა, ბურთს 24-ჯერ შეეხო, 14 გადაცემიდან 10 ზუსტად გააკეთა, 8 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული 3-ში დარჩა.
LE SHOW MARSEILLAIS 🍿🍿🍿#OMASSE pic.twitter.com/tlQfqA6ftv
— Ligue 1 McDonald's (@Ligue1) February 15, 2025
"სენტ-ეტიენი" საფრანგეთის ლიგა 1-ის ცხრილში 18 ქულით მე-16 ადგილზეა (5 მოგება, 3 ფრე, 14 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 22 თებერვალს, 22:00 საათზე, "ანჟეს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.