Belive

ზურიკო დავითაშვილი თებერვლის თვის საუკეთესოობისთვის იბრძვის

11 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სენტ-ეტიენის ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი საფრანგეთის ლიგა 2-ის თვის საუკეთესოობისთვის იბრძვის. 25 წლის შემტევმა თებერვალში 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მას კონკურენციას 2 ფეხბურთელი უწევს - ტრუას თავდამსხმელი თაუფიკ ბენთაიები (4 მატჩი, 4 გოლი) და კლერმონის თავდამსხმელი ფამარა დიედიუ (4 მატჩი, 7 გოლი).

ქართველი ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა აღნიშნული ლინკის მეშვეობით შეგიძლიათ - Trophees Unfp.

სენტ-ეტიენი საფრანგეთის ლიგა 2-ის ცხრილში 49 ქულით მე-2 პოზიციაზეა (15 მოგება, 4 ფრე, 7 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 14 მარტს გრენობლის წინააღმდეგ გამართავს.

ზურიკო დავითაშვილს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს, ამ მაჩვენებლით საუკეთესო ბომბარდირებში ის მე-2 ადგილზეა.

სხვა სტატიები