სენტ-ეტიენს ზურიკოს გოლები არ შველის | დავითაშვილი ისევ საუკეთესო იყო
ლიგა 1-ის 32-ე ტურში "სენტ-ეტიენმა" საკუთარ მოედანზე "მონაკოს" უმასპინძლა და შეხვედრა 1:3 დათმო. ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი, ამიტომ 'მწვანეებისთვის' თითოეულ ქულას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამ შეხვედრაშიც ყველაფერი ჩვეული სცენარით წარიმართა. სენტ-ეტიენს ჩემპიონატში ყველაზე მეტი (74) გოლი აქვს გაშვებული, ასევე ყველაზე მეტი გაუშვა პიირველ 15 წუთშიც და გამონაკლისი არც მონაკოსთან შეხვედრა ყოფილა.
სტუმრები აკლიუშმა უკვე მე-2 წუთზე დააწინაურა. მთელი პიირველი ტაიმის განმავლობაში უპირატესობას მონაკო ქმნიდა, მასპინძლებს კარში ზუსტად არ დაურტყამთ.
თამაში მეორე ტაიმშიც იმავე ტემპში გაგრძელდა, თუმცა 65-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილის ინდივიდუალური 'აფეთქება' და ქართველის ულამაზესი გოლი საჯარიმოს გარედან - მოულოდნელად სენტ-ეტიენმა გაათანაბრა. თამაშს ეტყობოდა, რომ ეს უბრალოდ სცენარიდან წამიერი ამოვარდნა იყო, რაც ზუსტად 3 წუთში დამტკიცდა - მცველების ბავშვური შეცდომით მონაკომ ისარგებლა და ისევ წინ გავიდა, წერტილი შეხვედრაში ბალოგუნმა 78-ე წუთზე დასვა, ასისტენტად კი ისევ აკლიუში მოგვევლინა.
ზურიკო დავითაშვილი საკუთარი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. მან შეხვედრა სრულად ჩაატარა და 7.5-დან 7.7-დე შეფასება დაიმსახურა. ქართველს ლიგა 1-ში 16 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (9 გოლი და 7 საგოლე გადაცემა).
სენტ-ეტიენი მხოლოდ საკუთარ თავზე აღარაა დამოკიდებული, გუნდი მე-17 ადგილზეა და პლეი ინის (მე-16 ადგილი) ზონაში მყოფი "ლე ავრი" 1 ქულით უსწრებს, თანაც ისე, რომ 32-ე ტურის შეხვედრა ჩასატარებელი აქვს.
90e+5 : ⏹️ Coup de sifflet final dans le Chaudron. Revenus au score grâce à Zuriko Davitashvili mais trop vite refroidis, les Verts s’inclinent face à Monaco.
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) May 3, 2025
💚 1-3 🔴 #ASSEASM pic.twitter.com/qFRHtyTrip