Belive

ზურიკო დავითაშვილი: ,,სექტემბერში დაშვებული შეცდომები უნდა გამოვასწოროთ''

6 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ტაილანდთან და კვიპროსთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

10 ოქტომბერს, ვილი სანიოლის გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. საწვრთნელო პროცესში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. 

მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა და ეროვნული გუნდის დებიუტანტმა, ივა გელაშვილმა ისაუბრეს. 

💬 ზურიკო დავითაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. უნდა გამოვასწოროთ სექტემბერში დაშვებული შეცდომები. მიზანი, ორივე თამაშის მოგებაა. კვიპროსი რთული მეტოქეა და ჩემი აზრით, შეგვიძლია კარგი ფეხბურთით გამარჯვების მოპოვება. რაც შეეხება ტაილანდის ნაკრებთან მატჩს, გუნდში ბევრი ფეხბურთელია გამოძახებული და ალბათ ყველას მიეცემა თამაშის საშუალება"

💬 ივა გელაშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "ძალიან გახარებული ვარ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებით. ამ გუნდში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. სასიამოვნოა, სამწვრთნელო შტაბისგან ნდობა და შანსის მიღება. მნიშვენლოვანი თამაშები გველის. კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ, ჩვენი დადებითი მხარეები წარმოვაჩინოთ და ორივე შეხვედრა მოვიგოთ". 

საქართველო - ტაილანდის მატჩამდე ერთი დღით ადრე, 11 ოქტომბერს, გუნდები მატჩის მასპინძელ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებენ, სადაც მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება. თამაშზე აკრედიტებული მედიის წარმომადგენლებს, აკრედიტაციის მიღება 11 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 15:00-დან 16:30 საათამდე შეუძლიათ. 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო", თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი) 

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი) ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი“, ატლანტა, აშშ), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია)

nakrebi.ge

სხვა სტატიები