Belive

კონფერენს ლიგაზე მერვედფინალური წყვილები დაკომპლექტდა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

23 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას სათაო ოფისმა ევროპის კონფერენს ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრას უმასპინძლა.

8 განთესილმა და 8 განუთესავმა გუნდმა ევროპის რანგით მესამე ტურნირის მერვედფინალური ეტაპი დააკომპლექტა. შესაბამისად, ცნობილი გახდა 8 წყვილი და ასევე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველის, ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმის" მეტოქე, რომელიც საფრანგეთის წარმომადგენელი "ლილი" გახლავთ.

რაც შეეხება თავად წყვილებს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

"სერვეტი" - პლზენის "ვიქტორია"

ამსტერდამის "აიაქსი" - "ასტონ ვილა"

"მიოლდე" - "ბრიუგე"

"როიალ უნიონ სენტ-ჟილი" - "ფენერბაჰჩე"

ზაგრების "დინამო" - "პაოკი"

გრაცის "შტურმი" - "ლილი"

"მაკაბი ჰაიფა" - "ფიორენტინა"

"ოლიმპიაკოსი" - თელ-ავივის "მაკაბი"

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის პირველი მატჩები 7 მარტს, ხოლო საპასუხო 14-ში გაიმართება.

სხვა სტატიები