Belive

ზურიკო დავითაშვილი ლიგა 1-ის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-4 ტურში "სენტ-ეტიენმა" "ლილი" 1:0 დაამარცხა. ზურიკო დავითაშვილის გუნდს მიმდინარე სეზონში 3 მარცხი ჰქონდა და გოლი არ ჰქონდა გატანილი. ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა, საგოლე გადაცემა გააკეთა და ორივე გუნდიდან შეფასების მიხედვით საუკეთესო იყო, Whoscored - 8.1.

ქართველი ფეხბურთელი ტურის საუკეთესი თერთმეტეულში მოხვდა, სიმბოლურ გუნდს L'ÉQUIPE აქვეყნებს:

მეკარე: ხერონიმო რული ("მარსელი")

მცველები: კენი ლალა ("ბრესტი"), ტილო კერერი ("მონაკო"), იუნის აბდელჰამიდი ("სენტ-ეტიენი"), მელვინ ბარდი ("ნიცა")

ნახევარმცველები: დენის ზაქარია ("მონაკო"), პიერ-ემილ ჰოიბერგი ("მარსელი"), ზურიკო დავითაშვილი ("სენტ-ეტიენი")

შემტევები: უსმან დემბელე ("პსჟ"), მეტიუ კაფარო ("სენტ-ეტიენი")

თავდამსხმელი: ნილ მოპეი ("მარსელი")

მომდევნო ტურში "სენტ-ეტიენი" "ნიცას" დაუპირისპირდება, მატჩი 20 სექტემბერს გაიმართება.

სხვა სტატიები