Belive

ზურაბ ხიზანიშვილი და გიორგი დემეტრაძე – betlive Master League-ის ამბასადორები

4 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

betlive Master League-ის ამბასადორები ზურაბ ხიზანიშვილი და გიორგი დემეტრაძე გახდნენ. ქართული ფეხბურთის ლეგენდები ტურნირის პოპულარიზაციას და მასში უფრო მეტი ადამიანის ჩართვას შეუწყობენ ხელს, რის მთავარ მიზანსაც ფეხბურთის მასობრიობა წარმოადგენს.

„მასტერ ლიგა“, ქართული სამოყვარულო ფეხბურთის ყველაზე წარმატებული პროდუქტია, რომელიც სპორტის ამ სახეობით დაინტერესებულ ადამიანებს დაძაბულ, სანახაობრივ და ორგანიზებულ ტურნირს სთავაზობს. მასში მონაწილეობას როგორც მოყვარულები, ასევე პროფესიონალები, მათ შორის საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები იღებენ.

წლევანდელ სეზონში, 7x7 ფეხბურთს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები, მათ შორის ტურნირის ამჟამინდელი ამბასადორებიც თამაშობდნენ: ზურაბ ხიზანიშვილი (სფფ-ის გუნდი), გიორგი დემეტრაძე (თბილისის მერიის გუნდი), ლევან მჭედლიძე, ალექსანდრე იაშვილი, ჯანო ანანიძე, გიორგი ნავალოვსკი, კახა კალაძე, ალექსანდრე კობახიძე, ზაალ ელიავა, გოგიტა გოგუა, ალექსანდრე ამისულაშვილი და ა.შ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით, ზურაბ ხიზანიშვილს 94 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ კომპონენტით, იგი მხოლოდ გურამ კაშიას, ლევან კობიაშვილსა და ჯაბა კანკავას ჩამორჩება,.ამჟამად იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციას იკავებს. რაც შეეხება დემეტრაძეს, მის ანგარიშზე 55 მატჩია, სადაც მან 12 გოლის გატანა და 10 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

2019-ში დაარსებულ ტურნირს, მიმდინარე წელს, ახალი სახელი ეწოდა: betlive Master League. ამავე პერიოდში, მისი მასშტაბი გაცილებით ფართო გახდა და ჯამში, 392 საფეხბურთო გუნდი გააერთიანა. ყველა მუნიციპალიტეტს საკუთარი ტურნირი აქვს, რეგიონების მიხედვით კი, ჩემპიონატი ორ ძირითად მიმართულებად, აღმოსავლეთ და დასავლეთ betlive მასტერ ლიგად იყოფა. რაც შეეხება თბილისს, აქ 3 სხვადასხვა რანგის ლიგა არსებობს.

აქვე გეტყვით, რომ 2023 წლის დასკვნითი მატჩი - “საქართველოს betlive Master League”-ის გამარჯვებულის გამოსავლენად კაჭრეთში გაიმართება.

სხვა სტატიები