Belive

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ყაზახეთს დიდი ანგარიშით მოუგო

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა, დღეს, მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე, ყაზახეთის ასაკობრივ გუნდთან ახმანაგური მატჩი გამართა და მეტოქე დიდი ანგარიშით - 6:2 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში ნიკოლოზ შალიკიანმა 28-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმით გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი ნიკოლოზ ბენდელიანმა სხვაობა ისევ სტანდარტული სიტუაციიდან ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმის სტარტზე, ნიკოლოზ ბერიკაშვილმა სტუმრებს მესამე გოლი გაუტანა. 78 წუთზე საბა ჩხეტიანმა პენალტი ზუსტად შეასრულა, 90-ე და 93 წუთებზე კი თენგო ნებულიშვილმა და შოთიკო დიაკონიძემ სხვაობა ოთახმდე გაზარდეს. აღსანიშნავია, რომ ეს ზურაბ ხიზანიშვილის დებიუტი იყო 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ჩვენი გუნდი შემდეგ მატჩს ისევ ყაზახეთის წინააღმდეგ, მიხეილ მესხი 2-ზე, 30 მარტს, 14:00 საათზე გამართავს.