Belive

ხიზანიშვილი: მსოფლიოზე გასვლის შანსი სანამ გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. თურქეთთან მძიმე ბრძოლაში 2:3 მარცხის შემდეგ, ვილი სანიოლის ნაკრებმა ბულგარეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

საქართველო მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას, რაც შედეგშიც აისახა. გატანილი გოლების ავტორები ხვიჩა კვარახელია, ნიკა გაგნიძე და გიორგი მიქაუტაძე გახდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბულგარეთის ნაკრებმა ჯგუფში ზედიზედ მეორე მატჩი დათმო ანგარიშით 3:0 - სამი დღის წინ, ილიან ილიევის გუნდმა საკუთარ მოედანზე ესპანეთთან ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა, კომენტარი გააკეთა:

მილოცვა

პირველ რიგში, გილოცავთ კალათბურთის ნაკრების წარმატებას ევროპის ჩემპიონატზე, ეს განსაკუთრებული დღეა. -

მატჩის შეფასება და ტაქტიკური მხარე

თურქეთისგან განსხვავებული თამაში ვიხილეთ. ბიჭებმა 2 დღეში მოახერხეს ძალების აღდგენა, სამწვრთნელო შტაბის დავალება შესანიშნავად გაიგეს და დღევანდელ მატჩი ძალიან კარგად ჩაატარეს.

ვიხილეთ სწრაფი თამაში, გამოვარჩევდი შემტევი ფეხბურთელების ბევრ როტაციას. ზურგსუკან დროული ჩარბენების შედეგად, საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ბულგარეთის ნაკრები გავწელეთ და სივრცეები გავათავისუფლეთ. შესაბამისად, ნახევარმცველებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ მოკლე პასებით ეთამაშათ იმ სივრცეებში, სადაც ზურიკო და ხვიჩა შემოდიოდნენ. -

მამარდას სეივი

უნდა აღვნიშნო, რომ მამარდაშვილის კლასის მეკარე რომ არ გყვავდეს, არავინ იცის, მატჩის სტარტზე რა მოხდებოდა. მისმა სეივმა თამაში შეამოატრიალა. -

გურამ კაშიას დატოვება ძირითადი შემადგენლობის მიღმა

კაშიას არყოფნას რაც შეეხება: დიდი პატივისცემა გურამს - ვეღარც ვითვლით, რამდენი მატჩი ჩაატარა ნაკრებში და რამდენჯერ გვიკაპიტნა. თითოეულ ფეხბურთელთან გვაქვს ინდივიდუალური საუბარი, თუ ვინ როგორ გრძნობს თავს. ამ შემთხვევაში, გურამთან სანიოლმა ისაუბრა. კაშია ჯერ კიდევ ჩემ დროს თამაშობდა ნაკრებში და უდიდესი დამსახურება აქვს ნაკრების წინაშე, პროფესიონალები ვართ და ასეთი პროცესები ყველასთვის გასაგებია. -

ლომინაძის დებიუტი

ლომინაძეს უდიდესი პოტენციალი აქვს, მთავარია მას კლუბში ბევრი სათამაშო დრო ჰქონდეს. -

ქებათა ქება გოგლიჩიძეს

გოგლიჩიძე ძალიან სწრაფი და ორთაბრძოლებში ძლიერი ფეხბურთელია. თამაშობს უდინეზეში, სერია A-ში და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება. -

გავალთ მსოფლიოზე?

შანსები არის, სანამ გვაქვს, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. -

ხიზანიშვილმა გაგნიძე გამოარჩია

ყველა ხედავს გოლს, ასისტს, თუმცა გაგნიძის თამაშს თუ დააკვირდით, მას ძალიან დიდი კონტრიბუცია ჰქონდა გამარჯვებაში. -

სხვა სტატიები