Belive

ზლატანის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი მილანთან გააფორმა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზლატან იბრაჰიმოვიჩის შვილი მაქსიმილიანი "მილანის" მეორე გუნდში - Milan Futuro-ში ითამაშებს. აღნიშნული გუნდი იტალიის რიგით მესამე დივიზიონში- სერია C-ში თამაშობს.

View this post on Instagram

A post shared by Milan Futuro (@milanfuturo)

აღსანიშნავია, რომ მაქსიმილიანისთვის ეს პირველი პროფესიონალური კონტრაქტია. აქამდე მას "მილანის" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ ზლატანი "მილანის" სპორტული მენეჯმენტის მრჩეველია. ერთ-ერთი შვედური გამოცემის თანახმად, ალვარო მორატამ მათთან საუბარში აღნიშნა, რომ ზლატანს ამ ტრანსფერში დიდი წვლილი მიუძღვის.

სხვა სტატიები