გალათასარაის მორიგი მეგა ტრანსფერი?! - ყველაფერი კაზემირომ უნდა გადაწყვიტოს
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი - კაზემირო შესაძლოა "გალათასარაიში" გადავიდეს. ამის შესახებ ინფორმაცია თურქულ მედიაში ვრცელდება და ბრიტანული მედიებიც ადასტურებენ, რომ თურქულ გრანდს 32 წლის ბრაზილიელი საყრდენის შეძენა სურს და პირველი ოფიციალური შეთავაზება უკვე გაკეთებულია.
🚨 | Galatasaray are in talks with #mufc to loan Casemiro for one year. [@AliNaciKucuk] pic.twitter.com/Z77UoeXqZz
— UtdDistrict (@UtdDistrict) September 3, 2024
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "გალათასარაის" მესვეურებს სურთ, რომ ოსიმენის მეგა ტრანსფერის შემდეგ, გუნდი კიდევ უფრო გააძლიერონ, ამჯერად ნახევარდაცვის ზონაში.
საუბარია 1 წლიან იჯარაზე გამოსყიდვის საშუალებით. პარალელურად ბრიტანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ლივერპულთან" საზარელი მატჩის შემდეგ, "წითელ ეშმაკებს" სურთ კლუბიდან კაზემირო გაუშვან და მის ნაცვლად თავისუფალი აგენტის სტატუსით მყოფი - ადრიან რაბიო დაიმატონ.
აქვე შეგახსენებთ, რომ თურქეთში სატრანსფერო ფანჯარა 13 სექტემბერს იხურება.
კაზემირო "წითელი ეშმაკების" რიგებში 2022/2023 წლების სეზონიდან ირიცხება, რა პერიოდშიც მან 87 მატჩის ჩატარება შეძლო. კაზემიროს ანგარიშზე 12 გატანილი გოლი და 9 შესრულებული საგოლე გადაცემაა.