Belive

დაბრუნება 26 თვის შემდეგ - პოლ პოგბა რენის წინააღმდეგ ითამაშებს

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

32 წლის ფრანგი მსოფლიო ჩემპიონი - პოლ პოგბა, 26-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს უბრუნდება. მონაკოს მწვრთნელმა დაადასტურა, რომ ის გუნდურ ვარჯიშებს დაუბრუნდა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დასაბრუნებლად სრულ მზადყოფნაშია.

პოგბა 22 ნოემბერს, ლიგა 1-ის მე-13 ტურში რენის წინააღმდეგ დაბრუნდება და გუნდის მთავარი მწვრთნელი მას სათამაშო განაცხადში შეიყვანს.

დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო, პოგბას 2023 წლის სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. ფრანგი ფეხბურთელი თავდაპირველად 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, რაც სარჩელის შეტანის შემდეგ, 18 თვემდე შემცირდა.

32 წლის ნახევარმცველი მონაკოს ივნისში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები