გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა.
იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ევროპა ლიგაზე "მილანი" "ბოდო-გლიმტს" დაუპირისპირდება, იტალიური გუნდის ფეხბურთელებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ. იტალიური მედიის ცნობით, სწორედ ამ ტესტირებისას 38 წლის შვედის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
ჯერჯერობით უცნობია, დაინფიცირდნენ თუ არა "მილანის" სხვა წევრები.