Belive

სალაჰის პოტენციური შემცვლელი - ბრიტანული მედია ლივერპულს კვარაცხელიაზე დაკვირვებას ურჩევს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ბრიტანული მედია "ლივერპულში" მოჰამედ სალაჰის სამომავლო შემცვლელის შესახებ საუბრობს და უახლოესი წლების განმავლობაში, იურგენ კლოპს საქართველოს ნაკრების ლიდერ, ხვიჩა კვარაცხელიაზე დაკვირვებას ურჩევს.
"სავარაუდოდ, 3 წლის შემდეგ მოჰამედ სალაჰი, რომელიც ახლა ხელფასის სახით 350 000 ფუნტს იღებს, კლუბს დატოვებს. მას კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისს ეწურება. ამ დროს ის 33 წლის გახდება და სავარაუდოა, რომ კლუბს დაემშვიდობება. ამ პერიოდში, მერსისაიდელებს შეუძლიათ, "ნაპოლის" "ელექტრონულ-ვინგერს", ხვიჩა კვარაცხელიას დააკვირდნენ, რომელიც ფლანგის სწრაფი შემტევის პოზიციაზე "ლივერპულისთვის" კარგი არჩევანი იქნება. ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად 21 წლისაა, თუმცა სალაჰის წასვლის მომენტისთვის, თუ ეს მართლაც 2025 წელს მოხდება, იგი 24 წლის იქნება და ეს "ლივერპულისთვის" იდეალური ასაკია. კვარაცხელია "მილანისა" და "იუვენტუსის" ინტერესის სფეროში იყო და რა თქმა უნდა, ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ მას იგი თავისი მოძრაობებით ძველ მოჰამედ სალაჰს ახსენებს, შესაძლოა "ლივერპულისთვის" ნიშანი იყოს. მართალია, მას თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი მარცხენა ფლანგზე აქვს გატარებული, მონაცემები გვეუბნება, რომ კვარაცხელიას მარჯვნივ ეფექტურად თამაშიც შეუძლია", - წერს Liverpool.com-ი.
ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ივლისის დასაწყისში შეუერთდა და ორ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. საერთო ჯამში, მოედანზე გატარებულ 90 წუთში, კვარაცხელიამ 3 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო.

სხვა სტატიები