Belive

ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შესაძლოა, მონცაში გადავიდეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მილანის'' თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, კარიერა, შესაძლოა, ,,მონცაში'' გააგრძელოს. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ავრცელებს.

წყაროს ცნობით, თავად ფეხბურთელს ,,როსონერისთან'' კონტრაქტის გახანგრძლივება სურს, თუმცა გუნდის ხელმძღვანელობას ახალი ხელშეკრულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. ,,მონცა'' კი ზლატანის გადაბირებას იმ შემთხვევაში ეცდება თუ თავდამსხმელს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებენ.

იბრაჰიმოვიჩს ტრავმის გამო მიმდინარე სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა. შვედმა ,,მილანის'' მაისურით სერია A-ში სულ 4 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ზლატანს გუნდთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.

სხვა სტატიები