ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "მოდრიჩი ფეხბურთს არ თამაშობს, ის თავად არის ფეხბურთი"
ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, მილანისა და ლუკა მოდრიჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი მოხიბლულია ლუკა მოდრიჩის საოცარი თამაშის უნარითა და ტექნიკით.
"დასამალი რა არის, ხშირად ვუყურებ ხოლმე მილანის თამაშებს, ხშირად თავადაც ვსტუმრობ სან სიროს და ვგულშემატკივრობ ჩემს ყოფილ კლუბს.
მას შემდეგ რაც მოდრიჩი გადავიდა მილანში, არცერთი თამაში არ გამომრჩენია და უფრო გულანთებული ვუყურებ, რადგან მე მისი თამაშისგან უდიდეს სიამოვნებას ვიღებ - ლუკა მოდრიჩი მაესტროა. როდესაც მოედანზე შედის, ის ფეხბურთს არ თამაშობს, რადგან თავად არის ფეხბურთი.
მილანში ის იმიტომაც ავიყვანეთ, რომ ამ ასაკშიც კი ისტორიულ კლუბში თამაშს იმსახურებს და ამ ასაკშიც კი ახერხებს, რომ კლუბში გამორჩეულად საუკეთესო ფეხბურთელი იყოს..."
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი
შეგახსენებთ, რომ პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანში ერთ-ერთ უმაღლეს პოზიციაზე მუშაობს. იგი მილანის საკუთრებაში მყოფი ყველა ფეხბურთელისა თუ სტაფის უფროსი მრჩეველია, ასევე იგი კლუბს ეხმარება სპორტული და კომერციული სტრატეგიის ჩამოყალიბებაში.
რაც შეეხება ლუკა მოდრიჩს, იგი 40 წლის ასაკშიც ამტკიცებს, რომ მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. იგი მილანში ნამდვილად ერთ-ერთი მთავარი გამორჩეული ფეხბურთელია, რაც კლუბის სტატისტიკასა და კარგ ფორმაში ყოფნაში გამოიხატება.
მილანი სერია A-ს ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს და 17 ტურის შემდეგ, პირველადგილზე მყოფ ნაპოლისთან მხოლოდ 1 ქულიან ჩამორჩენაშია.