"ფეხბურთს არავინ ყიდის" - ჯანი ინფანტინო
მას შემდეგ, რაც UEFA-მ და CONCACAF-მა ჯანი ინფანტინოს წამოწყებას ბოიკოტი გამოუცხადა, FIFA-ს პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა. ის აღნიშნავს, რომ ამ ასოციაციების გადაწყვეტილებას პატივს ცემს.
ჩვენ პატივს ვცემთ საჯაროდ გამოთქმულ უკუკავშირსა და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ღია და დემოკრატიული კონსულტაციების მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკონსულტაციო პროცესს, რათა უზრუნველვყოთ, რომ თითოეულ წევრ ასოციაციას ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისი არჩევანი ფაქტებზე დაყრდნობით დააფიქსიროს.
ფეხბურთს არავინ ყიდის. ეს ისეთი რამ არის, რასაც ფიფა არასდროს განიხილავს - განაცხადა FIFA-ს პრეზიდენტმა
🚨 FIFA has responded after UEFA and Concacaf opposed Gianni Infantino's proposal to sell stakes in FIFA competitions. 🌍⚽
— Football Tweet ⚽ (@Footballtweet) July 31, 2026
In a statement, FIFA said:
🗣️ "We respect the feedback and concern aired in public and reaffirm our commitment to an open and democratic consultation. We… https://t.co/0nHmjZNF72 pic.twitter.com/1MnzFLy9nF
ინფანტინოს სურს 20 მილიარდად შეფასებული შვილობილი კომპანიის დაფუძნება და „FIFA Forward Enterprise“-ის 20%-ზე მეტი წილის გასხვისება 4.2 მილიარდის ინვესტიციის მოსაზიდად.
როგორც ირკვევა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციისთვის (FA) FIFA-ს სამშაბათის ნაჩქარევ განცხადებამდე ამ გეგმების შესახებ არაფერი იყო ცნობილი. მეტიც, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ, ნიუ-იორკში ეროვნულ ასოციაციებთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე, FIFA-ს ეს სტრატეგიული ინიციატივა საერთოდ არ წამოუჭრია. მოვლენების ასეთმა განვითარებამ და პროცესის ფარულობამ UEFA-ს ხელმძღვანელობაში ინფანტინოს მართვის სტილის გამო უკმაყოფილების ახალი ტალღა გამოიწვია