ზლატან იბრაჰიმოვიჩი: "ბელგიისა და ირანის მატჩზე ჩამეძინა"
ბელგიის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ცუდად დაიწყო და ზედიზედ მეორე მატჩში, ირანთან უგოლო ფრე (0:0) ითამაშა.
2 მატჩში მხოლოდ 2 ქულა – აი, ეს არის რუდი გარსიას გაწვრთნილი გუნდის შედეგი. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ 66-ე წუთზე ბელგიელებს კაცი გაუგდეს.
ბელგიელთა „ოქროს თაობისგან“ მოლოდინი უკვე უბრალოდ ილუზიაა. მორიგ დიდ ტურნირზე აბსოლუტურ უფანტაზიო ფეხბურთს ვუყურებთ. საოცარია, როგორ ახერხებენ ყოველ ჯერზე ტურნირის ფავორიტის სტატუსით ჩასვლას და მერე ასეთი უსახური თამაშით თავის წარმოჩენას.
ბელგიისა და ირანის საკმაოდ ცუდ მატჩს, ლეგენდარული - ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოეხმაურა და ეს დაპირისპირება იდეალურად აღწერა.
"პირველ ტაიმში ძილი ძლივს შევიკავე, მეორე ნახევარში კი მართლა ჩამეძინა – ამ მატჩზე სალაპარაკოც კი არაფერია." - ზლატან იბრაჰიმოვიჩი
ამ ჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება, სადაც ბელგიის ნაკრები ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება. ევროპელებს მოგება ძალიან სჭირდებათ, თუმცა მათი შემყურე, იქაც ყველაფერი მოსალოდნელია...