ისტორიული რეკორდი | ბრაზილიამ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა
ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა, მუნდიალების ისტორიაში ახალი ოქროს ისტორია ჩაწერა. ჰაიტის ნაკრებთან მიმდინარე მატჩში „სელესაომ“ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია და პლანეტის უმთავრეს საფეხბურთო ტურნირზე ყველა დროის ყველაზე შედეგიანი გუნდის ტიტული ოფიციალურად დაისაკუთრა.
ტურნირის დაწყებამდე და უშუალოდ ამ შეხვედრამდე, მუნდიალების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი გერმანიის ნაკრებს ჰქონდა გატანილი (239 გატანილი გოლი), ბრაზილიელების ანგარიშზე კი 238 გოლი იყო.
🚨 RECORD ! LE BRÉSIL 🇧🇷 DEVIENT LA NATION AYANT LE PLUS MARQUÉ DANS L'HISTOIRE DE LA COUPE DU MONDE, AVEC 240 BUTS !!! ⚽️ pic.twitter.com/NtPk6GA64f
— Actu Foot (@ActuFoot_) June 20, 2026
ბრაზილიელებმა საქმის გადადება არ მოინდომეს და ჰაიტისთან მატჩის პირველივე ტაიმში ნამდვილი შოუ მოაწყვეს. „სელესაომ“ პირველი 45 წუთი მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, 3:0 მოუგო და სწორედ ამ სამი გოლის წყალობით, მსოფლიო ჩემპიონატებზე მათი გოლების საერთო რაოდენობა 241-მდე გაიზარდა.
ჯერ მხოლოდ პირველი ტაიმი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მატჩის მეორე ნახევარში ბრაზილიელებს აქვთ შანსი, ეს ისტორიული რეკორდი კიდევ უფრო წინ წაწიონ და გერმანელებთან სხვაობა გაზარდონ.