Belive

ზინჩენკოს რეაქცია მას შემდეგ, რაც ლივერპულთან შეცვალეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, “ლივერპულისა” და “არსენალის” დაპირისპირება შედგა. “ენფილდზე” გამართულმა მატჩმა გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა – გუნდებმა უშეღავათო ბრძოლა გამართეს და სანახაობრივი დაპირისპირება, ფრედ 2:2 დასრულდა.

როგორც ზემოთ ვახსენეთ, მატჩი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა და ამაზე ნათლად მეტყველებს ზინჩენკოს რეაქციაც. ოლეკსანდრი მისი ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო იყო. შეცვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, ტრენტმა ის მარტივად მოატყუა და ამ ეპიზოდს გოლიც მოჰყვა. უკრაინელმა ეს ყველაფერი განიცადა, რაზეც მისი ემოცია ნათლად მეტყველებს.



ამ შეხვედრას ლონდონელთათვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მოგების შემთხვევაში "სიტისთან" საკმაო უპირატესობას მოიპოვებდნენ. ახლა "არსენალსა" და "ქალაქელებს" შორის 6 ქულიანი სხვაობაა. აღსანიშნავია, რომ ორი ტურის შემდეგ არტეტასა და გვარდიოლას დაპირისპირება კიდევ ერთხელ შედგება. ამჯერად ლონდონურ-მანჩესტერულ დუელს "ეტიჰად არენა" უმასპინძლებს. შეხვედრა 26 აპრილს 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები