Belive

მბაპეს შემცვლელი იპოვეს?! - პსჟ-მ ვინისიუსს წარმოუდგენელი ხელფასი შესთავაზა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

კილიან მბაპეს პარიზული კლუბიდან წასვლის შემდეგ, "პსჟ"-ს მესვეურები აქტიურად ცდილობენ გუნდში ისეთი ფეხბურთელის მოყვანას, რომელიც მბაპეს იდეალურად ჩაანაცვლებს.

როგორც ჩანს მათ გამოსავალი იპოვეს და ეს ვინისიუს ჟუნიორია, რომლის კლუბში გადმოსვლის შემთხვევაშიც, "პსჟ" ბრაზილიელს არარეალურად დიდ ხელფასს, 500 მილიონს გადაუხდის, რომელიც 6-წელზე განაწილდება, შესაბამისად ბრაზილიელ ფეხბურთელს 1 სეზონში ხელფასის სახით დაახლოებით 83.3 მილიონის აღება მოუწევს, რაც 4-ჯერ მეტია იმაზე, რასაც ახლა ვინისიუსი "რეალში" იღებს.

ცოტა რთულად წარმოსადგენია, "რეალში" ახლად მისული მბაპე ვინისიუსმა დატოვოს, თუმცა ფრანგული გრანდის შეთავაზება იმდენად დიდია, რომ ასეთ ხელფასზე უარის თქმა შესაძლოა ბრაზილიელს გაუჭირდეს.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუს მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი 2027 წლის ივნისის ჩათვლით აკავშირებს და ამ პერიოდში, ერთი წლის განმავლობაში ხელფასის სახით 20.83 მილიონ ევროს იღებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ "პსჟ" ხვიჩა კვარცხელიას 130 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა "ნაპოლის" პრეზიდენტმა - აურელიო დე ლაურენტისმა პარიზული კლუბი უარით 2-ჯერ გაისტუმრა.

სხვა სტატიები