ზიკო: "ამჟამად მხოლოდ ნაპოლის მატჩებს ვუყურებ და ეს ერთი ადამიანის დამსახურებაა"
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ზიკომ საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის, "ნაპოლის" და მისი შესანიშნავი სათამაშო სტილისა და ფორმის შესახებ ისაუბრა.
"ახლა მხოლოდ "ნაპოლის" მატჩებს ვუყურებ, რომელიც იტალიასა და ევროპაში ერთობა და ეს ყველაფერი ლუჩიანო სპალეტის დამსახურებით ხდება.
დღევანდელ ფეხბურთში აღარ არის სიტყვა "სიურპრიზი". ის, რომ "ნაპოლი" ევროპის მასშტაბით მხიარულ განწყობაზეა, ეს მთლიანად სპალეტის დამსახურებაა. სპალეტისგან, რომელიც ყოველთვის აიძულებდა თავის გუნდებს კარგად ეთამაშათ და ჰქონოდათ გამარჯვებულის მენტალიტეტი. ამის დასტურია ისიც, რომ მან "უდინეზე" ჩემპიონთა ლიგამდე მიიყვანა. ამიტომ მე მირჩევნია "ნაპოლის" მატჩებს ვუყურო, ვიდრე სხვა გუნდებს", - თქვა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა La Gazzeta Dello Sport-თან საუბრისას.
"ნაპოლი" იტალიის სერია A-ში ჩატარებული 24 ტურის შემდეგ 64 ქულით გათამაშებას ერთპიროვნულად, უახლოეს მდევარ მილანის "ინტერთან" 18-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, შემდეგ შეხვედრას კი 3 მარტს, საშინაო კედლებში, რომის "ლაციოს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.