ზიდანი: "შეხვედრა უნდა გადადებულიყო"
4 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ცუდი თამაში გამოგვივიდა, მოედანი საშინელ მდგომარეობაში იყო, ჩვენ ყველაფერს ვეცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა. ეს ფეხბურთი არაა. თამაში აუცილებლად უნდა შეჩერებულიყო. ახლაც კი არ ვიცით, როდის შევძლებთ მადრიდში დაბრუნებას. საჭირო იყო შეხვედრის გადადება, მაგრამ ახლა ეს უკვე წარსულია. მსგავს პირობებში თამაში შეუძლებელია".ესპანეთის ჩემპიონატში "რეალი" 18 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ 37 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ "ატლეტიკოს" 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა სიმეონეს გუნდს 3 შეხვედრით ნაკლები აქვს გამართული.