Belive

"ვინისიუსი მოედნიდან უნდა გაეძევებინათ" - დიეგო სიმეონე ელ კლასიკოს გამოეხმაურა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "ატლეტიკოს" მწვრთნელი დიეგო სიმეონე ამბობს, რომ "რეალის" გარემარბი ვინისიუსი ფრენკი დე იონგის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო, მოედნიდან გაძევებას იმსახურებდა.

საქმე იმაშია, რომ ერთ მომენტში მოთამაშეები ბურთისთვის იბრძოდნენ, სადაც მადრიდელთა ბრაზილიელ შემტევს ზედმეტი მოუვიდა და მეტოქე აკრძალული ილეთით ჩამოიშორა. აღნიშნული ქმედებისთვის მატჩის მთავარმა არბიტრამა ფეხბურთელს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.

დღეს მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ ზემოხსენებულ მომეტში მსაჯს ვინისიუსი მოედნიდან უნდა გაეძევებინა.

"ყველამ ვნახეთ მომენტი და ვფიქრობ, კითხვები არ უნდა არსებობდეს. მეტი არაფრის თქმა შემიძლია. ასეთი მომენტები ყოველთვის იმაზეა დამოკიდებული თუ მსაჯი რა ინტერპრეტაციას მისცემს. ჩემი აზრით, ამ მომენტში ვინისიუსი მოედნიდან უნდა გაეძევებინათ" - განაცხადა "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა.

აღნიშნული ელ კლასიკო ესპანეთის თასის ეგიდით გაიმართა, რომელიც "ბარსელონამ" 1:0 მოიგო და განმეორებითი შეხვედრის წინ უპირატესობა მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ მეორე ნახევარფინალური მატჩი 5 აპრილს, 23:55 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები