Belive

ვინისიუსის შემდეგ როდრიგო - ბრაზილიელმა რეალთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა შემტევმა, როდრიგომ გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაციას "რეალის" ოფიციალური პლატფორმები ავრცელებენ.

მას შემდეგ, რაც მადრიდელებმა გუნდის ერთ ბრაზილიელ შემტევთან, ვინისიუს ჟუნიორთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხი წარმატებით დაასრულეს, ახლა უკვე ჯერი მის თანამემამულეზე მიდგა.

ახალი კონტრაქტით მხარეები 2028 წლის 30 ივნისამდე იქნებიან საქმიანად დაკავშირებულნი.

როდრიგო "რეალს" 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა და გუნდთან ერთად ერთხელ უეფას ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ლა ლიგა და ორი ესპანეთის სუპერ თასი და თითო-თითო ევროპის სუპერ თასი, ესპანეთის თასი და ფიფას მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები