ზიდანი მთავარ მწვრთნელად მხოლოდ ერთი პირობით დაბრუნდება
რამდენიმე სპორტულმა გამოცემამ განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ერიკ ტენ ჰაგის შემცვლელის ერთ-ერთ ვარიანტად ზინედინ ზიდანს განიხილავს. თუმცა, დღეს ისიც დაიწერა, რომ "წითელი ეშმაკები" ნიდერლანდელი თავკაცის შეცვლას არ აპირებენ.
მიუხედავად ამისა, ზიდანის მიმართ ჭორები არ წყდება. მაგრამ, ეს ჭორები ინგლისს არ უკავშირდება. ფრანგული გამოცემა France Blue Provence-ს თქმით, "ზიზუ" "მარსელის ოლიმპიკში" დაბრუნდება.
გამოცემის თქმით, ზიდანი ყოფილ გუნდს მხოლოდ ერთი პირობით ჩაიბარებს. 51 წლის სპეციალისტი ამ შეთავაზებას დათანხმდება თუ კლუბში არაბული ინვესტიცია განხორციელდება.
აღმოსავლური ფული "მარსელთან" არაერთხელ დააკავშირეს. როგორც ფრანგულ მედიაში წერენ, ინვესტორებს "ნიუკალსის" მსგავსი პროექტის შექმნა სურთ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზიდანმა ტრანსფერებისთვის 260 მილიონი ფუნტი მოითხოვა, რაზეც არაბი შეიხებისგან თანხმობა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ზიდანმა “რეალში” ასპარეზობის პერიოდში 11 ტიტული მოიგო: 3 ჩემპიონთა ლიგა, 2 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, 2 ევროპის სუპერ თასი, 2 ლა ლიგა და 2 ესპანეთის სუპერ თასი.