ბაიერნის ბაზასთან დე ლიხტი ქვეითს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდებისა და "ბაიერნის" ცენტრალური მცველი დე ლიხტი სკანდალში გაეხვა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი ბაზასთან ქვეითს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა.
გერმანიის პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო. როგორც მოხსენებაში წერია, ფეხბურთელი ადგილიდან უბრალოდ გაიქცა, რადგან მოწმეებმა სამართალდამცავები მალევე გამოიძახეს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, მცველს ავტომობილი უკვე ჩამოართვეს. ჯერჯერობით, ცნობილი არ არის თუ რა სახის სასჯელი ელის დე ლიხტს.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელის მიმართ ინტერესს "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენს. აღსანიშნავია, რომ "წითელი ეშმაკების" ამჟამინდელ თავკაცს - ერიკ ტენ ჰაგს "აიაქსში" დე ლიხტთან უკვე უმუშავია.