Belive

ლუის ენრიკე: "კვარას თამაშით აღფრთოვანებული ვარ, ბურთით თუ მის გარეშე"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ,,არსენალთან'' საპასუხო მატჩზე ისაუბრა.

„ჩვენს გულშემატკივრებს ნდობა ემოციური ინტელექტით უნდა გადავუხადოთ. იქნება სისუსტის პერიოდები და ჩვენ ჩვენი პრინციპების ერთგულები უნდა დავრჩეთ, რომ გავუმკლავდეთ სიტუაციას.

წინ დიდი მატჩი გველის და ლიგის ფინალამდე 1 ნაბიჯში ვართ, წინასწარ ვერაფერს გეტყვით და ამაზე საუბარი არც მსურს.

გუნდი კარგად გრძნობს თავს, კარგ ფორმაში არიან როგორც ფსიქოლოგიურად, ისევე ფიზიკურად.

დემბელე 2 დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იგი განმეორებით მატჩში ითამაშებს...

რაც შეეხება კვარაცხელიას - კვარას თამაშით აფრთოვანებული ვარ, ბურთით თუ მის გარეშე. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, უდიდესი გამოცდილებით. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხვიჩა ჩვენს გუნდშია" - ლუის ენრიკე

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ,,პარი სენ ჟერმენი'' ლონდონის ,,არსენალს'' უმასპინძლებს, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები