Belive

ჟურნალისტის შეკითხვით გაღიზიანებულმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია ნაადრევად დაასრულა

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პარიზთან მარცხის (1:2) შემდეგ, პარი სენ ჟერმენის მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე საკუთარი ფეხბურთელების თამაშით უკმაყოფილო იყო. ესპანელმა სპეციალისტმა მედიასთან შეხვედრაც მოულოდნელად დაასრულა:

„ამ სეზონში პარიზთან უკვე მეორედ წააგეთ, არის ეს...“ — დააპირა კითხვის დასმა ჟურნალისტმა, თუმცა ენრიკემ მას სიტყვა გააწყვეტინა: „კიდევ ერთხელ, კიდევ ერთხელ? დიდი მადლობა!“ და მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია დროზე ადრე დატოვა.

როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, ჟურნალისტს სურდა ეკითხა, ნიშნავდა თუ არა პარიზთან მეორედ წაგება ამ ორ დედაქალაქურ კლუბს შორის სპორტული მეტოქეობის დასაწყისს.

ამის შემდეგ, იმავე კითხვით პარიზის მთავარ მწვრთნელს, ანტუან კომბუარესაც მიმართეს. შეკითხვამ 62 წლის სპეციალისტის გაკვირვებაც გამოიწვია:

,,არა, კარგით რა, ხალხო, თავს ნუ იტყუებთ...
ჩვენ პსჟ-სგან სინათლის წლებით ვართ დაშორებული. მესმის, ის კაცი თქვენს უაზრო შეკითხვაზე რატომაც გაბრაზდა.

გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი აზრით, პსჟ-ს გვერდით უბრალოდ ჯუჯები ვართ. რეალობა ასეთია...

რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მოგება, მაგრამ ის ბიჭები ევროპის ორგზის ჩემპიონები ხდებიან. იცით საერთოდ, ეს რას ნიშნავს? ეს რაღაც წარმოუდგენელი რამ არის.

მათთვის მთავარი სირთულე ამ მატჩისთვის მოტივაციის პოვნა იყო, რადგან ყველას უკვე ფინალზე უჭირავს თვალი. ეს რომ გაიგო, თავად უნდა გქონდეს ფეხბურთი ნათამაშები. პსჟ 100%-ით რომ დაიხარჯოს, იქ შანსი არავის ექნება.'' - ანტუან კომბუარე

პარი სენ ჟერმენმა ლიგა 1 პირველ ადგილზე 76 ქულით დაასრულა და ქვეყნის ჩემპიონი ისტორიაში მეთოთხმეტედ გახდა.

ლუის ენრიკეს გუნდს არსენალთან ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 30 მაისს ელის.

სხვა სტატიები