Belive

ლუის ენრიკე სუპერ თასის ფინალის წინ საკუთარი გუნდის მზადყოფნაში დარწმუნებული არ არის

2 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ აღიარა, რომ დღევანდელი უეფას სუპერ თასის ფინალის წინ, საკუთარი გუნდის მზადყოფნაში დარწმუნებული არ არის. ფეხბურთელები, ეროვნული ნაკრებიდან, გუნდში, სხვადასხვა დროს დაბრუნდნენ. რამდენიმე მოთამაშე კი, ვარჯიშებს, მხოლოდ ორშაბათს შეუერთდა. როგორც ესპანელი სპეციალისტი აღნიშნავს, ამის გამო, მას, გუნდის მოსამზადებლად და ფეხბურთელების ერთმანეთთან სრულფასოვნად შესათამაშებლად, საკმარისი დრო არ ჰქონდა.

ენრიკეს გულწრფელობამ, გუნდის მზადყოფნასთან დაკავშირებით, ბევრი გააკვირვა, მაგრამ ესპანელმა სპეციალისტმა არ დამალა ის სირთულეები, რომელთა წინაშეც, ახლა პარიზული გრანდი დგას. "არ ვიცი, ხვალ, ჩემი ფეხბურთელები, რა დონეზე ითამაშებენ". - განაცხადა მან მატჩის წინა პრესკონფერენციაზე.

დღევანდელი დაპირისპირება, პსჟ-სთვის, ერთგვარი დილემაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორგზის გამარჯვებულს, კიდევ ერთი ტიტულის მოგება სურს, სამწვრთნელო შტაბი, სეზონის სტარტზე, ფეხბურთელების ნაადრევი გადაღლის რისკებს ხედავს. ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ პსჟ პირველი გუნდით არ ითამაშებს, მაგრამ შესაძლოა, ძირითად თერთმეტეულში გარკვეული ცვლილებებიც ვიხილოთ.

ფიზიკურ მზადყოფნასთან დაკავშირებული შეკითხვების მიუხედავად, გუნდში პოზიტიური განწყობაა. ლუის ენრიკეს თქმით, ფეხბურთელები მოტივირებულები არიან და თამაშის დიდი სურვილიც აქვთ. ეს კი ერთგვარი იმედია იმისა, რომ არასათანადო ფიზიკური მომზადების მიუხედავად, გუნდს, გამარჯვებისთვის, საჭირო შემართება ექნება და ამისათვის ყველაფერს გაკეთებს.

სხვა სტატიები