პსჟ ზამთარში ტრანსფერს ამზადებს | საფონოვით გუნდში კმაყოფილები აღარ არიან
ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 2-გზის გამარჯვებული პსჟ, ზამთის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი მეკარის დამატებას განიხილავს. პსჟ-მ ბორუსიას მეკარის მიმართ დაინტერესება გამოხატა - პარიზელები გრეგორ კობელის კანდიდატურას აკვირდებიან.
🚨 LE PSG A PRIS DES RENSEIGNEMENTS SUR UN GRAND GARDIEN DE BUNDESLIGA ! 👀🧤
— Foot Mercato (@footmercato) November 11, 2026
Alors que Matvey Safonov ne fait pas totalement l’unanimité malgré la confiance affichée par Luis Enrique, le PSG pourrait finalement renforcer son poste de gardien.
Selon Sport Bild, Paris… pic.twitter.com/uBQMUAUUHw
მიუხედავად იმისა, რომ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მატვეი საფონოვს სრული ნდობა გამოუცხადა, რუსი მეკარე ყველა გულშემატკივრისა და ექსპერტის დარწმუნებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ, პარიზული კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მეკარის პოზიციის შესაძლო გაძლიერებაზე აქტიურად ფიქრობს და გეგმებს აწყობს.
გამოცემა 'Sport Bild'-ის ინფორმაციით, პარიზელების მთავარი სამიზნე დორტმუნდის ბორუსიას შვეიცარიელი მეკარე - გრეგორ კობელია.
ფრანგულმა გრანდმა 28 წლის მეკარისა და მისი აგენტების მიმართული ოფიციალური საბუთები უკვე გააგზავნა. კობელის საბაზრო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი მოქმედი კონტრაქტი დორტმუნდელებთან 2028 წლამდეა ძალაში. მიუხედავად პსჟ-ს ინტერესისა, თავად ფეხბურთელი გერმანულ კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან ახლოსაა.