Belive

ჟოზე სარიზე: ,,მეტოქეს პატივს ვცემ, ალბათ, ამით განვსხვავდები მათგან, ვისაც თითქმის არაფერი მოუგიათ''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ლაციოს'' მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, დედაქალაქური დერბის წინ განაცხადა, რომ ,,რომასა'' და პრაღის ,,სლავიას'' (ევროპა ლიგაზე) შეხვედრა უფრო ამხანაგური ხასიათის იქნება და მოურინიოს ფეხბურთელები დიდად არ დაიღლებიან.

ჟოზე ოპონენტის კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სარის კარიერაში ბევრი არაფერი აქვს მოგებული:

,,ჩემს ცხოვრებაში ყოველი მომდევნო მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია. ასეა მას შემდეგ, რაც სამწვრთნელო კარიერა დავიწყე. ვფიქრობ, ეს კომენტარი თუ ვინმეს უნდა ეწყინოს, ,,სლავიაა''. ეს იგივეა თქვა, რომ ,,სლავია'' მაღალი დონის გუნდი არ არის.

მე მეტოქეს ყოველთვის პატივს ვცემ. შესაძლოა, სწორედ ესაა განსხვავება 26 ტიტულის მქონე მწვრთნელსა და მას შორის, ვისაც თითქმის არაფერი მოუგია. ეს მენტალიტეტის საკითხია.

ყველა მატჩს სერიოზულად უნდა მივუდგეთ, ამხანაგური შეხვედრები არ არსებობს. - ჟოზე მოურინიო

დღეს, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში, ,,რომა'' პრაღის ,,სლავიას'' ესტუმრება. ჟოზეს გუნდს 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა, ,,სლავია'' კი 6 ქულით მეორე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები