Belive

მოურინიომ ლეპტოპი კამერის წინ დადო და ყვითელი ბარათი მიიღო

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

'განსაკუთრებული' ჟოზე მოურინიო ისევ ყურადღების ცენტრშია. თურქეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში "ანტალიასპორი" "ფენერბაჰჩეს" მასპინძლობდა. სტუმრები ერთბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, როცა 78-ე წუთზე, პორტუგალიელმა სპეციალისტმა, ლეპტოპი პირდაპირი ტრანსლაციის კამერის წინ დადო, ლეპტოპში კი მსაჯის შეცდომა იყო ასახული. მთავარ არბიტრს ინფორმაცია მალე მიაწოდეს და ჩიჰან აიდინმა ჟოზეს ყვითელი ბარათი უჩვენა. ფენერბაჰჩემ მატჩი 0:2 მოიგო.