Belive

ჟოზე მოურინიოს მიერ კლუბიდან გაშვებული ფეხბურთელების საუკეთესო XI-ეული

2 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
ლეგენდარული პორტუგალიელი მწვრთნელი - ჟოზე მოურინიო, ყველგან და ყოველთვის ყველაფერს აკეთებს წარმატების მისაღწევად. დიახ, ის არ არის გატაცებული სრულყოფილი ფეხბურთის თამაშით და მისი გუნდები ვერ თამაშობენ ისეთ სანახაობრივ ფეხბურთს, რომლითაც ფეხბუთის მოყვარულები დიდ სიამოვნებას მიიღებენ, მაგრამ რასაც პორტუგალიელი თავკაცი საკუთარი კლუბებისთვის აკეთებს, არის დიდი გამარჯვება. საკუთარი კლუბების მიმართ, მისმა ერთგულებამ, მრავალი წლის განმავლობაში პატივისცემა და თაყვანისცემა დაიმსახურა. ჟოზეს საკმაოდ ხისტი ხასიათი და დამოკიდებულება აქვს ზოგი ფეხბურთელის მიმართ. თუ მას ფეხბურთელი არ მოსწონს და მის ინტერესებში არ ჯდება, სულ არ აინტერესებს ის ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონია თუ ყველა დროის საუკეთესო. ამიტომაც, იმ კლუბებში სადაც მას უმუშავია, კლუბიდან არაერთი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი გაუშვია. გთავაზობთ საუკეთესო ფეხბურთელების XI-ეულს, რომელიც მოურინიომ თავისი ბრწყინვალე, თასებით დატვირთული კარიერის განმავლობაში გაყიდა.

მეკარე - პეტრ ჩეხი


"ჩელსიში" მეორედ დაბრუნების შემდეგ, ჟოზე მოურინიოს, არჩევანი ვეტერან - პეტრ ჩეხსა და ახალგაზრდა - ტიბო კურტუას შორის უნდა გაეკეთებინა. მან ახალგაზრდა ტიბო კურტუა აირჩია, რის შედეგადაც ჩეხმა მეკარემ 2015 წელს კლუბი დატოვა და "არსენალში" გადავიდა. აღმოჩნდა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, ყოველ შემთხვევაში, "ჩელსისთვის", რადგან კურტუა იმ მომენტისთვის მზად იყო, რომ "არისტოკრატების" პირველი მეკარე გამხდარიყო.

ცენტრალური მცველი - უილიამ გალასი


კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც პორტუგალიელმა მწვრთნელმა "ჩელსიდან" "არსენალში" გაუშვა - უილიამ გალასია. მოურინიოს მართლაც ძალიან მოსწონდა უილიამ გალასი და მას მუდმივად ათამაშებდა მაშინ, როდესაც "ჩელსი" პირველად ჩაიბარა. მაგრამ მაშინ, როდესაც ფრანგი მცველი არ იყო დარწმუნებული თავის მომავალზე და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ყოყმანობდა, მოურინიო ტრანსფერში პირადად ჩაერთო და მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ფრანგი მცველი დაფიქრდა სხვა კლუბის შემოთავაზებაზე, პორტუგალიელმა მწვრთნელმა გალასი კლუბიდან გაუშვა.

ცენტრალური მცველი - დავიდ ლუისი


მაშინ, როდესაც მოურინიო "ჩელსიში" მეორედ დაბრუნდა, ბრაზილიელი მცველი - დავიდ ლუისი კლუბს ემშვიდობებოდა. თუ პორტუგალიელ მწვრთნელს მისი შენარჩუნება სურდა, დარწმუნებულები ვართ, რომ ის ბრაზილიელ მცველს კლუბის დატოვებას გადააფიქრებინებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. "ჩელსიმ" 2014 წელს ლუისი "პსჟ"-ში 50 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაყიდა.

ცენტრალური მცველი - ლეონარდო ბონუჩი


იტალიური კლუბის პირველი კონტინენტური "ტრებლის" (ჩემპიონთა ლიგა, სერია ა, კოპა იტალია) ავტორი - ჟოზე მოურინიოა, რომელიც სამუდამოდ დარჩება მილანის "ინტერის" ლეგენდად. თუმცა, მას ამ ყველაფრის გაკეთება, კიდევ ერთი უმაღლესი კლასის მცველთან ერთად, ლეონარჩო ბონუჩისთან ერთად შეეძლო. მაგრამ, ჟოზემ ბონუჩი 2009 წელს გაყიდა. ეს იტალიური კლუბისთვის დღემდე მძიმედ გასახსენებელი ფაქტია, რადგან მათ ხელიდან გაუშვეს ფეხბურთელი, რომელიც მომავალში სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდა. ბონუჩის "ჯენოაში" გაყიდვის შედეგად, მოურინიომ ტიაგო მოტა და დიეგო მილიტო მიიღო. არგენტინელი "ტრებლის" მოგებაში მთავარი ფიგურა იყო.

მარჯვენა ნახევარმცველი - მოჰამედ სალაჰი


ჩვენ ვთამაშობთ 3-4-3 ტაქტიკით, შესაბამისად გუნდში არ ვაყენებთ ფლანგის მცველებს. მოურინიოს საერთოდ არ მოეწონა ახალგაზრდა სალაჰის თამაში "ჩელსიში" დაბრუნების შემდეგ. ჟოზე ძლივს იყენებდა ეგვიპტელ ფეხბურთელს და ძალიან ხშირად აკრიტიკებდა ლიგის თასზე ერთ-ერთი თამაშის გამო. სწორედ ამის გამო, საბოლოოდ სალაჰმა "ჩელსიში" მოღვაწეობა დაასრულა და 2016 წელს მან სამუდამოდ დატოვა "არისტოკრატების" რიგები.

ცენტრალური ნახევარმცველი - კევინ დე ბრუინე


კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის გახსენებაც მოურინიოს არ სურს - კევინ დე ბრუინეა. 2014 წლის იანვარში, "ჩელსიმ" დე ბრუინე "ვოლფსბურგს" მიჰყიდა. მიუხედავად თავდაპირველი დაპირებისა, კევინ დე ბრუინე მოურინიოს გეგმებში არ აღმოჩნდა. ცხადია, რომ ბელგიელი ნახევარმცველი ჟოზეს მხრიდან სათანადოდ დაფასებული ვერ იყო და სწორედ ამ ფაქტზე დღემდე საუბრობს ჟოზე მოურინიოც. დე ბრუინე ახლა პრემიერლიგისა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო და  სრულყოფილი ნახევარმცველია.

ცენტრალური ნახევარმცველი - ხუან მატა


მოურინიოს დაბრუნებამდე, ხუან მატას, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში "ჩელსის" წლის საუკეთესო ფეხბურთელად ირჩევდნენ. რაც ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ ესპანელი ნახევარმცველი ძალიან ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელი იყო. თუმცა, ის ასევე აბსოლუტურად არ შედიოდა ჟოზე მოურინიოს გეგმებში. ამის გამო, მატა 2014 წლის იანვარში "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა. მოგვიანებით, "ოლდ ტრაფორდზე" მოურინიო ხუან მატას მთავარი მწვრთნელი გახდა, ამჯერად "მანჩესტერ იუნაიტედში".

მარცხენა ნახევარმცველი - არიენ რობენი


ნიდერლანდელმა გარემარბმა - არიენ რობენმა, მთელი კარიერის განმავლობაში მარჯვენა ფლანგზე ითამაშა, თუმცა მოჰამედ სალაჰოს გამო, მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე დავაყენეთ. რობენმა "ჩელსის" მაისური პირველად 2004 წელს მოირგო. მაშინ იგი 20 წლის იყო და ჯერ არ იყო დაღვინებული იმისათვის, რომ უდიდესი ფეხბურთი ეთამაშა. სწორედ ამიტომ, მიუხედავად უკარგესი პირველი სეზონისა, კლუბში ახალმოსულმა ჟოზე მოურინიომ, ნიდერლანდელი ფეხბურთელი კლუბიდან გაუშვა.

მარჯვენა ფორვარდი - რომელუ ლუკაკუ


კარგი მოთამაშე - არასწორ დროს. 2014 წელს "ჩელსიში" დაბრუნების შემდეგ, მოურინიოს აშკარად არ სჯეროდა, რომ ლუკაკუ "არისტოკრატების" ძირითადი თავდამსხმელი იქნებოდა. მოურინიოს გადაწყვეტილებით, კლუბში ახალგაზრდა რომელუ ლუკაკუს, ვეტერანი - დიდიე დროგბა ამჯობინა. მოურინიოს ყოველთვის უყვარდა ლუკაკუ და პატივს სცემდა. ეს იმაშიც გამოიხატა, რომ პორტუგალიელმა მწვრთნელმა ბელგიელი ფორვარდი "მანჩესტერ იუნაიტედი" მიიყვანა.

მარცხენა ფორვარდი - ზლატან იბრაჰიმოვიჩი


გუნდს ავსებს - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელთანაც მოურინიოს ორჯერ მოუწია დამშვიდობება. "ინტერმა" 2009 წელს მიჰყიდა იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონას", მეორედ კი, შვედი ფორვარდი კვლავ მოურინიოსთან, ამჯერად "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა, თუმცა 2017 წლის დასაწყისში "ლოს-ანჯელეს გალაქსიში" გადავიდა.

ცენტრფორვარდი - ეიდურ გუდიონსენი


2000-იანი წლების დასაწყისში, ჯიმი ფლოიდ ჰასელბეინკთან არსებული ხანგრძლივი პარტნიორობის შემდეგ, 2004 წელს "ჩელსიში" მისულ მოურინიოს რაღაც ახალი სურდა - მაგალითად, დროგბა. გუდიონსენი იძულებული გახდა დაკმაყოფილებულიყო გაცილებით მცირე როლით და საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც პრემიერლიგის ტიტულის მოპოვებაში საკუთარი წვლილი შეიტანა, 2006 წელს კლუბი დატოვა. გუდიონსენი "ბარსელონაში" წავიდა და გვარდიოლასთან ერთად გახდა იმ გუნდის ნაწილი, რომელმაც სეზონი "ტრებლით" დაასრულა.
 

სხვა სტატიები