Belive

ბენზემა: "რონალდუს ვერ ვეთანხმები, ის ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელი არ არის..."

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის "რეალისა" და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ - ქარიმ ბენზემამ, ,მისი მოსაზრებით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და მისი მეგობრის - კრიშტიანუ რონალდუს ნათქვამს გამოეხმაურა.

რამდენიმე დღის წინ, კრიშტიანუ რონალდუმ მედიასთან ისაუბრა, რომ ფეხბურთის ისტორიაში თავის თავს მოიხსენიებს როგორც ყველაზე 'სრულფასოვან' ფეხბურთელს.

"დიახ, ვნახე კრიშტიანუს მოსაზრება, რომ ის თავს ყველაზე სრულფასოვან ფეხბურთელად მიიჩნევს. ამაზე დავა რთულია, ყველას საკუთარი აზრი გააჩნია, თუმცა მე ჩემს აზრს ვიტყვი, რომ იგი არ არის ყველაზე სრულფასოვანი.

მაგალითად ჩემთვის, საუკეთესო ბრაზილიელი რონალდოა (ფენომენო), მაგრამ ეს დამოკიდებულია თქვენს თვალსაზრისზე. მე რონალდუს კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი მირჩევნია და ამას არ დავასახელებ, თუმცა თუ იგი თვლის, რომ ყველაზე სრულფავოსანია, მას აქვს ამის ფიქრის უფლება..." - ბენზემა

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ ქარიმ ბენზემას ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია, თუმცა როგორც ჩანს, ფრანგი ფეხბურთელი სიმართლის მხარეს არის და მისი პორტუგალიელი მეგობარი "გაანაწყენა".

რონალდუ და ბენზემა "სამეფო კლუბში" 9 წელი თანაგუნდელები იყვნენ, ეს დიდი ეპოქა კი კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან წასვლის შემდეგ, 2018 წელს დასრულდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ქარიმ ბენზემა 2022 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულია, ლეო მესის ეს ჯილდო 8-ჯერ, ხოლო კრიშტიანუ რონალდუს ეს ჯილდო 6-ჯერ აქვს მოგებული.

სხვა სტატიები