ჟოზე მოურინიოს დასაფასებელი ქმედება ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჟოზე მოურინიო ბრიტანული მაუწყებლისთვის (TNT Sports) უემბლიზე დორტმუნდის "ბორუსიასა" და მადრიდის "რეალის" ფინალს აშუქებდა. რეალმა დანი კარვახალისა და ვინისიუს ჟუნიორის მეორე ტაიმში გატანილი გოლებით გაიმარჯვა (2:0) - სამეფო კლუბმა კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო თასი მე-15-ედ მიიღო.
მოურინიო უყურებდა თუ როგორ ელოდნენ ანჩელოტი და მისი გუნდი დამსახურებულ თასს და როგორ იღებდნენ დამარცხებულები ვერცხლის მედლებს. ამ დროს პორტუგალიელმა TNT Sports-ის გუნდისა და კოლეგა ჟურნალისტების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ის მოედნის ცენტრისკენ გაემართა, სადაც ბორუსიას მწვრთნელი ედინ ტერზიჩი იდგა, ჟოზე მას გადაეხვია და გაამხნევა.
ჩვენ ჟოზე დავკარგეთ, ის მოედანზე გავიდა... მე გეტყვით, რას აკეთებს ის. მიდის ედინ ტერზიჩის სანახავად და ანუგეშებს მას - კლასიკური მომენტი ორ მენეჯერს შორის - წამყვანი ლორა ვუდსი პირდაპირი ეთერის დროს