უნიკალური პუნქტი მოურინიოსა და ფენერბაჰჩეს შორის გაფორმებულ კონტრაქტში
ჟოზე მოურინიომ "ფენერბაჰჩესთან" კონტრაქტში უნიკალური პუნქტი შეიტანა. როგორც ცნობილია, პორტუგალიელმა მწვრთნელმა ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს თურქეთის სუპერლიგის კლუბის მწვრთნელის პოსტზე, მაგრამ "განსაკუთრებულმა" მოითხოვა დამატებითი ჩასწორება, რაც მას საშუალებას მისცემს აიხდინოს საკუთარი ოცნება.
მიუხედავად უამრავ კლუბში მუშაობისა, მოურინიოს ნაკრები არასდროს გაუწვრთვნია. იტალიური გამოცემა Calcio Mercato იტყობინება, რომ მოურინიოს სურს უზრუნველყოს, რომ მას ექნება შანსი გახდეს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი თუ მას ამ შეთავაზებას ისევ გაუკეთებენ და ფენერბაჰჩე ამაში ხელს არ შეუშლის. მას უახლოესი 2 წლის განმავლობაში პორტუგალიის ნაკრების თავკაცობა კონტრაქტის დარღვევაში არ უნდა ჩაეთვალოს.
ჟოზეს აღიარებული აქვს, რომ კარიერაში ორჯერ მიიღო პორტუგალიის ნაკრებიდან შეთავაზება - ერთხელ მადრიდის "რეალში" ყოფნის დროს - სადაც ფლორენტინო პერესმა არ მისცა უფლება წასულიყო და მეორედ რომაში მუშაობის დროს, როდესაც თავად თქვა უარი შემოთავაზებაზე.
მოურინიოს პორტფელი მოიცავს ისეთ კლუბებს, როგორიცაა "პორტუ", "ჩელსი", "ინტერი", "რეალი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი" და "რომა". როგორც ჩანს, 61 წლის სპეციალისტი თავისი კარიიერის გვირგვინად საკუთარი ნაკრების გაწვრთნას განიხილავს და მესამე შეთავაზების შემთხვევაში ეს ასეც მოხდება.