Belive

მოურინიომ დაასახელა 3 ფეხბურთელი, რომლის დამატებაც ფენერბაჰჩეში სურს

6 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ფენერბაჰჩემ" ახალი მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი, ჟოზე მოურინიო გულშემატკივრებს წარუდგინა. 61 წლის სპეციალისტმა თურქულ გრანდთან 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ჟოზემ სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს მიმართა და მათ პირობა მისცა, რომ გუნდისთვის ყველაფერს გააკეთებს. კლუბში წარდგენის შემდეგ კი, ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა, კლუბის პრეზიდენტთან ერთად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ თურქულ რადარზე უკვე 3 ფეხბურთელია, რომლის გადაბირებასაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეეცდებიან.

ალბათ არავის გაუკვირდება, რომ მოურინიოს პირველი და უდიდესი სურვილი - რომელუ ლუკაკუს კლუბში მოყვნაა, რომელთან ერთადაც მან: "მანჩესტერ იუნაიტედში", "ჩელსიში" და "რომაში" იმუშავა.

რომელუ ლუკაკუს გარდა, მოურინიოს სურს, რომ "ფენერბაჰჩეში" არგენტინელი - პაულო დიბალა და ბრაზილიელი - ანდერსონ ტალისკა დაიმატოს.

როგორც მოურინიომ აღნიშნა, მისი აზრით ლუკაკუსა და დიბალას ტრანსფერზე მუშაობა არ გაუჭირდება, ხოლო ანდერსონ ტალისკას კარგად იცნობს, რადგან "ალ ნასრის" ახლანდელი შემტევი, წინათ პორტუგალიაში, კერძოდ კი "ბენფიკაში" თამაშობდა და მასთან შეხვედრილი არაერთხელ არის.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიოს "ფენერბაჰჩეში" არაერთი კარგი და მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს, როგორებიც არიან: დომინიკ ლივაკოვიჩი, ჩაღლარ სოიონჯუ, ფრედი, ედინ ჯეკო და დუშან ტადიჩი.

სხვა სტატიები