ჟოზე მოურინიო თურქულ გრანდს გაწვრთნის
ჟოზე მოურინიო "ფენერბახჩეს" მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს. სპორტულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, 61 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა თურქული გრანდის გაწვრთნაზე თანხმობა განაცხადა.
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და უახლოეს მომავალში კონტრაქტს ოფიციალურად მოეწერება ხელი. მოურინიო 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და "ფენერბახჩეს" მთავარი მწვრთნელის პოსტს 2026 წლის ივნისამდე დაიკავებს. კონტრაქტში ასევე არის პუნქტი, რომელიც მხარეებს გახანგრძლივების შესაძლებლობას აძლევს.
🟡🔵🇵🇹 José Mourinho’s verbal agreement with Fenerbahçe is on two year contract valid until June 2026.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 31, 2024
It will also include an option for further season.
Jorge Mendes has been negotiating the deal and now time to review, sign all formal documents.
Here we go soon! 🇹🇷 pic.twitter.com/rsSZYCUKjO
შეგახსენებთ, "ფენერბახჩე" გახდება მე-11 საფეხბურთო კლუბი, რომელსაც მოურინიო გაწვრთნის. პორტუგალიელი სპეციალისტის საუკეთესო წლები "პორტოში", "ჩელსიში" "ინტერსა" და "რეალში" გატარებულ პერიოდს უკავშირდება.