გვარდიოლა: "იმედია ჟოზეს ბედი არ მელის, თან მე 6-ჯერ მოვიგე ტიტული"
15 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ზედიზედ შვიდი მატჩია არ მოუგია, რაც გვარდიოლას კარიერაში ყველაზე ცუდი სერიაა. 1-ელ დეკემბერს, "ლივერპულმა" სიტი 2:0 დაამარცხა და პრემიერლიგაში მეტოქეს 11 ქულით გაასწრო. მეორე ტაიმის ბოლოს, ენფილდზე გულშემატკივრებმა პეპი მიმართ სკანდირება დაიწყეს: "დილით გაგათავისუფლებენ!" პასუხად მწვრთნელმა მაყურებელს ექვსი თითი აჩვენა, რაც მის მიერ მოპოვებული პრემიერლიგის ტიტულების რაოდენობას აღნიშნავს.
- რატომ უპასუხეთ ასე გულშემატკივრებს?
- იმიტომ, რომ მე 6 ტიტული მოვიგე
- ზოგი ფიქრობს, რომ თქვენ სიმშვიდეს კარგავთ
- მე არასდროს ვყოფილვარ ბუნებით მშვიდი ადამიანი, ეს მხოლოდ გამარრჯვებებს მოჰქონდა. როცა იგებ, მარტივია "ტკბილი" და სასიამოვნო კაცი იყო, როცა აგებ - ყველაფერი პირიქითაა
- 2018 წელს, მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედი" "ტოტენჰემთან" 0:3 დამარცხდა, მოურინიომ სამი თითი უჩვენა გულშემატკივრებს. მატჩის შემდეგ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა: „რა ანგარიშია? 3:0. სწორედ 3-ჯერ მოვიგე ინგლისის ჩემპიონატი, იმაზე მეტჯერ, ვიდრე ერთად აღებუულმა 19-მა მწვრთნელმა, ასე რომ, პატივისცემა გამოიჩინეთ". ზოგიერთ ადამიანს თქვენმა ჟესტმა მოურინიო გაახსენა, ეს ჟოზეს დასასრულის დასაწყისი იყო მანჩესტერ იუნაიტედში
- იმედია ჟოზეს ბედს არ გავიზიარებ, თუმცა ისიც სათქმელია, რომ მან 3-ჯერ მოიგო, მე კი ეს 6-ჯერ მოვახერხე - გვარდიოლა ჟურნალისტთან საუბრისას
მანჩესტერ სიტიმ ბოლო 7 მატჩიდან 6 წააგო, მათ შორის უკანასკნელი 4 პრემიერლიგაში. ზედიზედ 4-გზის ტრიუმფატორი გუნდი ახლა ცხრილის მე-5 ადგილზეა და ლიდერ ლივერპულთან სხვაობა 11 ქულაა.