მოურინიო: "იამალი კარგი ბიჭია, თუმცა ნიკო მასზე გაცილებით კარგი მოთამაშეა..."
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ფენერბაჰჩეს'' მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს თქმით, ნიკო უილიამსი ლამინე იამალზე გაცილებით უკეთესი ფეხბურთელია და მას სურს, რომ ნიკომ კარიერა "რეალში" გააგრძელოს.
61 წლის ლეგენდარულმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ამ ფაქტის შესახებ "ფენერბაჰჩე" - "ბილბაოს" მატჩის დასრულების შემდეგ ისაუბრა, სადაც თურქები საკუთარ მოედანზე 0:2 დამარცხდნენ.
"ევროპის ჩემპიონატზე ხალხი ამბობდა, რომ იამალმა მოაგებინა ესპანეთს ევროპის ჩემპიონობა - სადაც არ უნდა მეყურებინა, გამევლო, მესაუბრა ყველგან იამალი, იამალი, იამალი ისმოდა.
ის ნამდვილად მშვენიერი ბიჭია, მაგრამ მე პირადად ნიკო უილიამსი მირჩევნია. ნიკო ძალიან გონიერი, სწრაფი და გუნდური მოთამაშეა.
დიდი იმედი მაქვს, რომ ის ძალიან მალე მადრიდში ითამაშებს და რეალის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იქნება..." - ჟოზე მოურინიო
შეგახსენებთ, რომ ნიკო უილიამსი და ლამინე იამალი საუკეთესო მეგობრები არიან. მათ უდიდესი წვლილი შეიტანეს ესპანეთის ნაკრების ევროპის ჩემპიონობაში - ლამინე იამალი კი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.