ჟოზე მოურინიო: "რომადან ფეხბურთის უცოდინარმა ადამიანებმა გამიშვეს"
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო "რომადან" 16 იანვარს გაათავისუფლეს. ეს ამბავი საკმაოდ მოულოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა შესაძლო უთანხმოების ან კლუბის მხრიდან საჯაროდ გამოხატული უკმაყოფილების შესახებ. მაშინვე გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორი იმედგაცრუებით ტოვებს ჟოზე ბაზას, სადაც რიგითი ვარჯიშის ჩასატარებლად იყო მისული.
ევროპული თასების გათამაშება დაბრუნდა - კერძოდ კი ჩემპიონთა ლიგა, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი წლის განმავლობაში. ევროპა ლიგის ფინალურ სტადიაზე მონაწილეობას აღარ ვიღებ, რადგან რომადან ისეთმა ადამიანებმა გამიშვეს, ვინც ფეხბურთის შესახებ არაფერი იცის, ამის გამო, თავს განდევნილად არ ვგრძნობ.
ასეთია ცხოვრება, აღმავლობითა და ჩავარდნებით სავსე. ჩემი გათავისუფლება მოულოდნელი და უსამართლო იყო, თუმცა უფრო მეტი ენთუზიაზმითა და მოტივაციით დავუბრუნდები ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ტურნირებს - განაცხადა ჟოზე მოურინიომ
პორტუგალიელი სპეციალისტი რომაში 2021 წლის მაისიდან მუშაობდა. კლუბში გატარებულ პერიოდში ჟოზემ კონფერენს ლიგის მოგება შეძლო. გარდა ამისა, მოურინიომ გუნდი ევროპა ლიგის ფინალშიც ათამაშა, სადაც "სევილიასთან" დამარცხდა.
მისი თანამდებობიდან გათავისუფლება შვიდ მატჩში ოთხმა მარცხმა გამოიწვია. ბოლოს კი იტალიის თასს გამოეთიშა, სადაც ლაციოსთან დამარცხდა.