Belive

კარსდორპი: ,,მოურინიომ გასახდელში მოღალატე 8-ჯერ მიწოდა''

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პსვ ეინდჰოვენის'' მცველმა, რიკ კარსდორპმა, ,,რომაში'' თამაში დროს, ჟოზე მოურინიოსთან არეული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

შვედის თქმით, მის მიმართ მწვრთნელის დამოკიდებულება რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც ,,ლაციოსთან'' მატჩში შეცვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამზე არ დაჯდა და პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა.

,,მოურინიოს ჩემთვის ბოდიში არასდროს მოუხდია, ის ასეთი ადამიანი არ არის... შევამჩნიე, რომ ურთიერთობის აღდგენას ცდილობდა, მაგრამ მე მისგან თავი შორს დავიჭირე.

ერთხელ გასახდელში მოღალატე დაახლოებით რვაჯერ დამიძახა. ამის მიღება შემიძლია, მაგრამ ეს საჯაროდ არასდროს არ უნდა გაეკეთებინა. მას სწორედ ამაში ვადანაშაულებ.

ვმეგობრობდით, საკმაოდ ახლოს ვიყავით და მისმა ქმედებამ ძალიან გამაკვირვა. ამ კამათის შემდეგ გუნდი აუცილებლად უნდა დამეტოვებინა.

სიმართლე ისაა, რომ მე მარტივი სამიზნე ვიყავი. ვფიქრობ, ჟოზემ სხვების გასაგონად უბრალოდ ჩემი სახელი გამოიყენა.'' - რიკ კარსდორპი

2022 წლის ნოემბერში მოურინიომ ჟურნალისტებთან საუბრისას ,,რომას'' ერთ-ერთ ფეხბურთელს მოღალატე უწოდა და თქვა, რომ მას იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოედნის დატოვება მოუწევდა. მალევე გაირკვა, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი სწორედ რიკ კარსდორპს გულისხმობდა.

სხვა სტატიები